Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ!

2022-2023 სასწავლო წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ!

 

მოხარული ვართ, რომ დაინტერესდით მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით!

 

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - "მასწავლებელი“, 2022-2023 სასწავლო წელი (საბაზო და საშუალო საფეხური)

  

პროგრამის ხელმძღვანელი: თსუ-ის პროფესორი ქეთევან ჭკუასელი

პროგრამის ხანგრძლივობა: 1 წელი (60 ECTS)

სერტიფიკატი: საბაზო-საშუალო სკოლის მასწავლებელი /ესგ-ის საგნობრივი მიმართულების შესაბამისად/

 

გთხოვთ იხილოთ პროგრამა

 

მიმართულებები (საბაზო და საშუალო საფეხური)

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ინგლისური ენა
  • ფრანგული ენა
  • გერმანული ენა
  • რუსული ენა
  • მათემატიკა
  • ფიზიკა
  • ქიმია
  • ბიოლოგია
  • გეოგრაფია
  • ისტორია
  • სამოქალაქო განათლება

 

პროგრამას არ აქვს დაწყებითი საფეხურის მიმართულება.

 

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

პროგრამის მიზანი:

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული უფროსი მასწავლებლის კომპეტენციის მქონე პედაგოგების მომზადება, კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი დარგის/საგნის სპეციალისტის აღჭურვა პედაგოგიკურ-ფსიქოლოგიური დარგობრივი კომპეტენციებით. პროგრამა უზრუნველყოფს, სტუდენტმა მიიღოს ცოდნა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ძირითადი კანონზომიერებების შესახებ და შეძლოს საგნობრივ ცოდნასთან მისი ეფექტიანი ინტეგრირების საშუალებით წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელება.

 

პროგრამაზე მიღების წინაპირობა:

  • ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი დარგის ბაკალავრი/მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • პროგრამის მოდულის შესაბამისი მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე ქულათა 60%-ზე მეტის მოპოვება;
  • ჩასარიცხი კონკურსის პირობების დაკმაყოფილება.

 

! აპლიკანტმა ასევე უნდა დაძლიოს თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული შიდა გამოცდის მინიმალური ზღვარი და  შიდა კონკურენცია (კონკრეტული საგნისთვის გამოყოფილი კვოტის ფარგლებში. კვოტა განისაზღვრება მოგვიანებით). გაითვალისწინეთ, მოცემული გამოცდა არ მოითხოვს აპლიკანტისგან სპეციალურ საგნობრივ მომზადებას, რის გამოც საიტზე არ არის განთავსებული ნიმუში.

 

საბუთების მიღების ვადები და დოკუმენტების ნუსხა განისაზღვრება მოგვიანებით რექტორის სამართლებრივი აქტის საფუძველზე

 

დაგჭირდებათ:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ქსეროასლი;
  • ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი (თსუ-ის კურსდამთავრებულთა შემთხვევაში მისაღებია შესაბამისი ფაკულტეტის მიერ დამოწმებულიც). 2022 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი/წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ან სამხედრო ბილეთის დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში. მამრობითი სქესის წარმომადგენლებისათვის სავალდებულოა);
  • ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)იდან საგნის სწავლების თაობაზე (სავალდებულოა მოქმედი მასწავლებლების შემთხვევაში);
  • სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების თაობაზე; 
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვა სახის დოკუმენტაციაც, მაგალითად, დიპლომის აღიარების, სახელისა და გვარის ცვლილების და ა. შ.

 

საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთების მიღებისა და შიდა გამოცდის ვადის შესახებ ელ. ფოსტაზე ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი:

ლინკი  https://forms.gle/kr6BJCgyvnfEcGqr8

 

შენიშვნა: შეტყობინების მიღებასთან დაკავშირებული ხარვეზის თავიდან აცილების მიზნით აგვისტოს დასაწყისიდან აუცილებლად ადევნეთ თვალი თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეებს!

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის. N11, ოთახი 110. (ორშაბათი – პარასკევი: 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;)

ელ. ფოსტა:  mastsavlebeli.pes@tsu.ge